11:32 - 18 Aug, 2026
|
2024-07-09 14:01:44, 654 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება, მას დიდი ეგო აქვს
მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტისთან სატელეფონო ინტერვიუში მოქმედ პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე საუბრისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება, "დემოკრატების" კანდიდატი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება. "მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს. მას ამის გაკეთება არ სურს... ვფიქრობ, თუ ბაიდენი რბოლას გამოეთიშება, კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება. მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ, რადგან სხვა შემთხვევაში ხმებს ვერ მიიღებენ",- აღნიშნა ტრამპმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)