11:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 10:41:52, 733 ნახვა

მსოფლიო
მილერი - რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო, შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო, შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  პატივი უნდა სცეს.

„ჩვენ გადავხედავთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახოთ, რაზე ისაუბრა მან. ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics