|
2024-07-09 10:15:46, 670 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსმა და ჩინეთმა, პოლონეთის საზღვართან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ჩინეთმა და ბელარუსმა, პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, წვრთნები, სახელწოდებით Falcon Assault, ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს. "ანტიტერორისტული წვრთნების" ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები შეიმუშავებენ ღამის დაშვების, წყლის ბარიერების გადალახვისა და დასახლებულ ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარების საკითხებს",- აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტოში. თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ "ერთობლივი წვრთნები მიზნად ისახავს მონაწილე ჯარების კოორდინაციის შესაძლებლობებისა და ორ არმიას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას". აღსანიშნავია, რომ წვრთნები დაიწყო ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს, სადაც მისი 32 წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, შეიკრიბება, რათა უკრაინის შემდგომი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა განიხილოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)