|
2024-07-08 15:02:05, 467 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დღეს გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებებს კამპანიისა და გამარჯვებისთვის - ჩვენი მიზანია, ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება მოხდეს
დღეს გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე და ხელი შევუწყოთ ამ საერთო ფრონტის შექმნას ივანიშვილის დასამარცხებლად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საღამოს "მნიშვნელოვანი სიახლეების" შესახებ გახდება ცნობილი. "ის, რაც შემიძლია გითხრათ რვა საათამდე, როდესაც გვაქვს ჩვენი პრეზენტაცია, რომელსაც ასევე ექნება ყრილობის კომპონენტი, სადაც გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სართო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ. მესმის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმად აქცია ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ბუნებრივია, გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს. ამიტომ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო ფრონტის შექმნას ხელი შევუწყოთ",- აცხადებს ბოკუჩავა. ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს 20:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობას გამართავს.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)