|
2024-07-07 13:41:05, 544 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა
მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-ის ჟურნალისტთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ვისკონსინში განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მის მიღწევებს შორის ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებაცაა. "მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაერთიანებას შევძლებდი; მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა; მე ვარ ის, რომელმაც შექმნა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-თან; მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი - არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც, უკრაინის დასახმარებლად... და ვინ შეძლებს ნატოს ჩემსავით გაერთიანებას?... ვინ გააკეთებს ამას? ვის აქვს ეს მიღწევა? ვინ იცის ეს ყველაფერი?" - თქვა ბაიდენმა ინტერვიუს დროს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)