12:29 - 18 Aug, 2026
|
2024-07-07 13:11:01, 542 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება
მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედმა ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა მედიასთან ინტერვიუში თქვა, რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს. "მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მე მას მრავალი წელია ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა",- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)