12:29 - 18 Aug, 2026
|
2024-07-07 12:53:45, 499 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში დღეს, 7 ივლისს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი. არჩევნებში ერთმანეთს 3 ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება", პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის "ცენტრისტული ალიანსი" და "ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია". შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი "ცენტრისტული ალიანსი" "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)