18:11 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-06 13:01:54, 1134 ნახვა

რეგიონი
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია „ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში“ გაიმართა

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია "ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.

"უკვე მერამდენედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონფერენციის გახსნის ცერემონიაში და ეს ჩემთვის დიდი პატივია. უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება თითოეული თქვენგანი და მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი საქმიანობის მიმართ. ჩვენ, ჯანდაცვის წარმომადგენლები ვალდებულები ვართ თქვენი საქმიანობა დავაფასოთ და ის ფინანსური რისკები, რაც მოქალაქეების წინაშე დგას მინიმუმამდე დავიყვანოთ, დაგეხმაროთ ახალი სერვისების დანერგვაში, ვინაიდან ბავშვის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი. ის, რასაც კონკრეტული ასოციაცია აკეთებს, არის ამ სფეროს განვითარების წინა პირობა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ", - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ღებულობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics