|
2024-07-05 19:42:50, 479 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომს გზას უხსნიან
სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც გზას უხსნიან მესამე მსოფლიო ომს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "იარაღის დილერებს ბაზარი სჭირდებათ, იარაღის დილერებისთვის ბაზარი - დასავლეთია". „ჩვენი თეზისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახმოვანებთ: „მსოფლიო ხუთზე დიდია“ და „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია“ - არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც წამოვაყენეთ ამ ნეგატიური ატმოსფეროს გასაფანტად და დიდი ომის რისკის აღმოსაფხვრელად. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გლობალური სისტემის გადახედვა, უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციის გარეშე, ტერორიზმის აღმოფხვრა კოლექტიური გაგებით და გლობალური გაზიარების სისტემის განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, - განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)