12:28 - 18 Aug, 2026
|
2024-07-05 17:03:00, 437 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სტარმერი ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის მონარქს, ჩარლზ მე-3-ს შეხვდა. როგორც მედია წერს, შეხვედრა უკვე დასრულდა და კირ სტარმერმა სასახლე დატოვა, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი "დაუნინგ სთრითზე" მივა და მოსახლეობას მიმართავს. შეგახსენებთ, "კონსერვატორების" 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)