|
2024-07-02 15:38:33, 1077 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელ გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრა პროექტის "საზაფხული ბანაკი მოსწავლეებისთვის" ფარგლებში გაიმართა. "პროექტი სხვადსხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის მერთან ვიზიტი და საქმიანობის გაცნობა, ვიზიტი ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლაშქრობის მოწყობა მუნიციპალიტეტის მთებში. პროექტში გეგელიძეებისა და ჯალაბაშბილების საჯარო სკოლის VII და XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართული. შეხვედრას ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ჯალაბაშვილების და გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და პროექტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მერს განათლების, პროფესიის, სწავლის დაფინანსების, მერის საქმიანობის შესახებ კითხვები დაუსვეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მოისმინეს. პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)