22:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 17:12:03, 541 ნახვა

პოლიტიკა
რუტე - ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება

ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

როგორც რუტემ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე აღნიშნა, ყველაფერი საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

"შესაძლოა, საქართველოს საკითხი დღეს მოკლედ განვიხილოთ, მაგრამ მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი ახლა თქვენზეა დამოკიდებული",- აცხადებს რუტე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics