14:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 11:29:12, 475 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმება

თეთრი სახლი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მარკ რუტე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, "მათ შორის, საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“.

"აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას",- თქვა კირბიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics