13:59 - 18 Aug, 2026
|
2024-06-26 17:16:40, 441 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - ვითარების მცდარმა გათვლამ, შესაძლოა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს
ვითარების მცდარმა გათვლამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის დროს განაცხადა. ბერბოკის თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს. "ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს სამხრეთ საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას სამხრეთში",- განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნაჯიბ მიქათისსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)