|
2024-06-26 15:39:14, 439 ნახვა
მსოფლიო
რუტე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად
ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა, სოციალურ ქსელ X-ზე წერს. რუტე მოკავშირეებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის. "ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. ნდობის გამოცხადებისთვის ყველა მოკავშირის მადლობელი ვარ. მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატოს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი",- წერს რუტე. შეგახსენებთ, დღეს, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)