|
2024-06-25 20:53:12, 464 ნახვა
მსოფლიო
შმიგალი - ეს ისტორიული დღეა ჩვენი ერისთვის - წინ რთული გზაა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ეხმაურება. შმიგალის თქმით, წინ რთული გზაა, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არის. "დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ ევროკავშირში. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ერისთვის. ევროკავშირი ჩვენთვის არის გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ ფიზიკური სივრცე. ეს არის ფასეულობები და იმედი. უკრაინის ათასობით შვილმა გაწირა სიცოცხლე დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და იმ სამხედროების წინაშე, რომლებმაც ეს დღე შესაძლებელი გახადეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - წერს შმიგალი X-ზე.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)