15:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 14:52:11, 760 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ბელგიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ევროსაბჭოს თავმჯდომარეობს, დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი უზრუნველყოფს ახალი ზომების მიღებას და უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას.

Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

„ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics