15:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 11:02:13, 438 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას აჩვენებს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული ახალი თავდაცვითი პაქტი ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას აჩვენებს და დემოკრატიის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, „როდესაც უფრო ერთიანდებიან ავტორიტარული ძალები, რეჟიმები, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი და რუსეთი, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები, რომლებსაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სჯერათ“.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics