|
2024-06-15 14:40:49, 438 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი შვეიცარიის სამიტზე - ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ
ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, "სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას, მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა". "დღეს მშვიდობის გლობალური სამიტი იწყება რეგისტრირებული 100 სახელმწიფოთი და საერთაშორისო ორგანიზაციით, რომლებიც ყველა კონტინენტიდან და მსოფლიოს კუთხიდან ჩამოდიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პერსპექტივებს, მაგრამ გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამართლითა და ერთმანეთის პატივისცემით. ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია, აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანე, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა - ყველა მათგანი იმყოფება. სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა. ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)