16:29 - 18 Aug, 2026
|
2024-06-15 14:21:29, 496 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი მოლდოვას და უკრაინას - ეს არის ევროკავშირის გზაზე უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ლაიენი თანადგომას უცხადებას უკრაინასა და მოლდოვას და აღნიშნავს, რომ ეს "ევროკავშირის გზაზე უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია". "ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. ევროკავშირის გზაზე ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ევროკომისია ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იდგება", - წერს ლაიენი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)