16:29 - 18 Aug, 2026
|
2024-06-15 14:11:45, 448 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი - მივესალმები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით
მივესალმები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს. შარლ მიშელი განცახდებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. "მივესალმები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით ველოდები ორივესთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე", - აღნიშნავს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)