16:28 - 18 Aug, 2026
|
2024-06-15 13:23:52, 469 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - G7-ის სამიტზე პუტინის წინადადებები - უკრაინაში მშვიდობის შესახებ, არ განხილულა - ეს არ იყო სერიოზული
"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა იტალიაში გამართულ სამიტზე პუტინის წინადადებები - უკრაინაში მშვიდობის შესახებ, არ განიხილეს, რადგან ეს არ იყო სერიოზული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შვეიცარიაში გამგზავრებამდე, სადაც დღეს 2 დღიანი სამშვიდობო სამიტი იხსნება უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შესახებ, შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინის წინადადება - უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებასა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა გლობალური სამშვიდობო სამიტიდან, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული. "ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები არ არის სერიოზული, მაგრამ დაკავშირებულია შვეიცარიის სამშვიდობო სამიტთან", - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)