|
2024-06-14 19:22:47, 449 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - პუტინის შეთავაზება იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, მომეცით, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ყველაფერი დასრულდებაო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს არა მარტო ოკუპირებული, არამედ მთლიანი უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდება. „პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა. ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, „მომეცით, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)