02:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 16:43:32, 402 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, პარტიისთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა პროევროპული ძალების გაერთიანებაში მდგომარეობს.

"ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი ევროპული არჩევანი არის გადასარჩენი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროდასავლური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების გაერთიანებაში და ამიტომ როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics