|
2024-06-14 12:36:11, 463 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გამართა
"საქართველოს ბანკი" ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო კომპეტენციის გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Enterpreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, 11 და 13 ივნისს ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გაიმართა, რომელსაც კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები - ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიება "საქართველოს ბანკის" მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ სპეციალურ სივრცეში, 4B-ში გაიმართა. შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:
გარდა ამისა, ვორკშოპის მიმდინარეობისას ქალ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სავარჯიშო შეესრულებინათ და მოცემული ვიზუალური დავალებისა და რეკვიზიტების მიხედვით კონტენტი დაეგეგმათ და შეექმნათ. „თანამედროვე მეწარმეობა უახლესი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ციფრულ სამყაროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბიზნესების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვაძლევთ მეწარმეებს წვდომას ყველაზე რელევანტურ და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დარგის გამორჩეულ სპეციალისტებსა და ახალბედა, დამწყებ მეწარმეებს. ამ მიმართულებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი გაძლიერებისთვის ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში არაერთ მსგავს ინიციატივას შევთავაზებთ ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. "საქართველოს ბანკის" მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი პროექტების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ვებგვერდიდან.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)