|
2024-06-13 16:09:07, 416 ნახვა
მსოფლიო
Reuters – 8 ქვეყანა EU-ს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
8 წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, წერილს ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთის და რუმინეთის საგარეო სქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ითხოვენ, რომ რუს დიპლომატებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი აკრედიტებული არიან, გადაადგილება შეეზღუდოთ. „ერთ მასპინძელ სახელმწიფოში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება, ხელს უწყობს მავნე ქმედებებს“, - ნათქვამია წერილში. მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირში რუსი დიპლომატების დიდი ნაწილისთვის დაზვერვა, პროპაგანდა, ან თუნდაც დივერსიული აქტების მომზადება არის მთავარი დატვირთვა და მიუხედავად იმისა, რომ ელჩების გაძევებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაშიც საფრთხე კვლავ რჩება. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაიცვას ორმხრივი ურთიერთობის პრინციპი და შეზღუდოს რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების გადაადგილება აკრედიტებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს მნიშვნელოვნად შეავიწროებს სივრცეს რუსი აგენტებისთვის”, - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)