|
2024-06-13 13:00:48, 388 ნახვა
საზოგადოება
მერია - 9 აპრილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. "ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)