16:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 18:34:39, 447 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინას შეუძლია, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუ ეს თავდაცვისთვის იქნება საჭირო

ნიდერლანდები უკრაინას მისცემს ნებართვას, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ოლონგრენი აცხადებს, აღნიშნული საკითხი კიევის თავდაცვის უფლებას შეესაბამება.

„თქვენ აწარმოებთ ომს აგრესორის წინააღმდეგ. გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ეს არის თავდაცვა. უკრაინა ვიდრე იგერიებს თავდასხმას და იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, თქვენ, ასევე შეგიძლიათ, დაარტყათ სამხედრო ობიექტებს საზღვრის მეორე მხარეს, თუ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით. თქვენს სამხედროებს აქვთ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics