|
2024-06-12 11:43:35, 496 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს [ვიდეო]
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ლიბანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტლება ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის დაღუპვის შემდეგ მიიღო. „საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა ქალაქებში: საფედში, როშ-პინასა და ტიბერიასში, ასევე გალილეის რამდენიმე დასახლებაში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ანადგურებს „რკინის გუმბათი“ რაკეტებს", - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, გუშინ, სამხრეთ ლიბანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ 3 წევრი. აბდულა ითვლება „ჰეზბოლას“ ყველაზე მაღალი რანგის ოფიცრად, რომელიც დაიღუპა მიმდინარე ომის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)