05:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-09 22:06:23, 423 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ესტონეთი, ლატვია და ისლანდიაც გმობენ

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ესტონეთი, ლატვია და ისლანდიაც გმობენ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "არჩევნები" არალეგიტიმურია და ის არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე, მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

"ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვიაც. განცხადებაში ლატვია რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიას მოუწოდებს, უკან წაიღონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", ასევე, მიმართავს რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ "არჩევნებს" გმობს ისლანდიაც. 

"რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics