|
2024-06-09 09:05:17, 496 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს
მამაკაცი, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, 39 წლის პოლონეთის მოქალაქე იყო. სასამართლომ ის 12 დღით დააკავა. ამის შესახებ დანიური გამოცემა Ekstra Bladet იტყობინება. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ იცოდა ვის დაარტყა. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. Ekstra Bladet-ის თანახმად, პოლონელი არ ლაპარაკობს და არც ესმის დანიური. დაკავების დროს ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. ფრედერიკსენის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ინციდენტით შოკირებულია. შაბათის ყველა ღონისძიება მთავრობის მეთაურის მონაწილეობით გაუქმდა. BBC აღნიშნავს, რომ თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ღონისძიებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ისევე როგორც დანიელმა პოლიტიკოსებმა - ფრედერიკსენის მხარდამჭერებმაც და კრიტიკოსებმა - დაგმეს პრემიერ მინისტრზე თავდასხმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)