17:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 10:28:59, 579 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ  „მყარი სასარგებლო წიაღისეულისა და მიწისქვეშა წყლების მარაგების გამოთვლის სახელმწიფო ინსტრუქციების’’ პროექტები შემუშავდა. მინისტრის მოადგლემ შეხვედრის მონაწილეებს ინსტრუქციების  პროექტი გააცნო, რომელიც განხილულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრების მიერ.

„მარაგების გამოთვლის ანგარიშები, რომლებიც შემუშავდება  ინსტრუქციების შესაბამისად სახელმწიფოს ხელს შეუწყობს რაციონალურად მართოს ქვეყნის მინერალური რესურსები და  უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვების პრაქტიკა“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

შეხვედრას სამეცნიერო წრეების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზნანტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics