17:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 09:50:53, 460 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ნეთანიაჰუს მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს - ის უნდა შეჩერდეს

ჩვენი რეგიონი, მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს - ის უნდა შეჩერდეს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ერდოღანი ამბობს, ნეთანიაჰუმ "უნდა შეწყვიტოს პალესტინის წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანია და რეგიონული არეულობის დათესვა".

"ეს ბარბაროსი, ავაზაკი და გაუმაძღარი სისხლისმსმელი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეჩერდეს. თურქეთი ყველა პლატფორმაზე აპროტესტებს ჩაგვრას, ხოცვა-ჟლეტას და უსამართლობას, რომელიც 76 წელია, გრძელდება. ჩვენ მთელი ძალით ვდგავართ პალესტინელ ხალხთან...

მჭიდრო დიალოგში ვართ "ჰამასსა" და პალესტინის მთავრობასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობებს. ესპანეთთან, ირლანდიასა და ნორვეგიასთან ერთად, პალესტინის ამღიარებული ქვეყნების რაოდენობამ 147-ს მიაღწია. პალესტინის აღიარების გაძლიერება ისრაელის საოკუპაციო და ჩაგვრის პოლიტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პასუხი იქნება",- განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics