|
2024-06-01 16:07:09, 758 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა
ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვისთვის იყო გათვლილი. პატარების გართობაზე ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ, დეკორაციულ სივრცეებთან მოეწყო ფოტოსესია და სახეზე მოხატვა. ბავშვების განსაკუთრებული ოვაცია და სიხარული საყვერელი მულტფილმის გმირებთან პანდასთან და ელზასთან შეხვედრამ გამოიწვია. „ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის ,,აბადელიას", სახელოვნებო სკოლისა და სალოტბარო მოსწავლეების კონცერტი გაიმართა. ასევე, აღსანიშნავია რომ ბავშვთა დაცვის დღე ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეძიბნაშიც გაიმართა. ბაბშვთა დაცვის საერთშორისო დღე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ქაჯაიამ მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი. ბავშვშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)