|
2024-05-31 17:31:49, 751 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე გაიხსნა
ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, თავისუფალი სივრცე მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ გახსნეს. "ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში. ხანდაზმულთა კლუბის წევრებსა და ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში გამართულ სხვაადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სიმბოლურად მადლობის სიგელები გადაეცათ. ახალი თავისუფალი სივრცის შექმნის იდეა, მუნიციპალიტეტში არსებულ ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარეს, რეზო ბერიძეს ეკუთვნის. ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ვიტრაჟით გასულ წელს აშენდა, მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც შესაძლებელია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. გახსნის ცერემონიას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე, ხანდაზმულთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)