|
2024-05-29 17:43:58, 495 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის პორტები ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია დერეფნის კონტექსტში, რადგან როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, კონკურენციის ნაკლებობა, ზოგადად, განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით და ეს დერეფანს არ წაახალისებს. „იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ფოთის პორტის გაფართოება-მოდერნიზების პროცესს. „რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც", - განაცხადა მინისტრმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)