|
2024-05-29 17:13:09, 442 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ უამრავი საერთაშორისო კომპანია გვეყოლება პარტნიორად ანაკლიის სატერმინალო ინფრასტრუქტურაში
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, საპორტო ინფრასტრუქტურისა და მთლიანად ანაკლიის სამრეწველო ლოგისტიკური ზონის განვითარება მრავალწლიანი პროექტი და ქვეყნის მრავალწლიანი ამოცანაა. მისი თქმით, პორტის პირველი ფაზა დაახლოებით, შვიდ მილიონ ტონაზეა გათვლილი, რაც 600 ათასი კონტეინერის შესაბამისი მოცულობაა. „ეს არის პირველი ფაზა, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი დოლარია. იმის მიხედვით, თუ შემდგომში როგორი იქნება პროექტის განვითარების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პორტის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის ტვირთის გათვალისწინებით. პროექტის საკონკურსო პირობები კომბინირებული, მულტიმოდალური პორტის მშენებლობას უშვებდა, რომელიც, მათ შორის, სხვადასხვა ნაყარი ტვირთის გადამუშავების საშუალებას იძლევა და მხოლოდ საკონტეინერო ინფრასტრუქტურის მოწყობას არ ითვალისწინებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტი საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემაა - ის არ არის მხოლოდ ნავმისადგომი და ტალღმტეხი, არამედ ასევე მოიცავს უამრავი მიმართულებით სხვადასხვა ლოგისტიკური მიწოდების საშუალებას. „შესაბამისად, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ პარტნიორებად სატერმინალო ინფრასტრუქტურაში და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც დაინტერესებული არიან პორტის განვითარებაში მონაწილეობით მას შემდეგ, რაც გვექნება საბაზისო ინფრასტრუქტურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ვიხილავთ უამრავ საერთაშორისო კომპანიას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)