03:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:06:31, 320 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სატყეო სექტორში. დღეისათვის, ქვეყანაში უკვე არსებობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო  ჩარჩო მერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის, მათ შორის, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ მოწყობა ყველა რეგიონში. მოწყობილია 54 საქმიანი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის შესყიდვა. საქმიანი ეზოები იფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში  რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსისტემო ჭრის შემცირებას და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტს წარმოადგენს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები. ბოლო წლების განმავლობაში ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. ყოველწლიურად ფართოვდება აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები. გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics