11:50 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 16:47:36, 396 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სტაბილურად მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები.

„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13  პროცენტით იზრდება  და  2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი  აშშ დოლარი შეადგინა,  რაც 2022 წლის მაჩვენებელს  15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics