|
2024-05-29 16:38:21, 390 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ. "სწორედ ისინი არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ფერმერებმა და მეწარმეებმა აწარმოონ მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელიც წლებია ხორციელდება. დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამაა, რაც ეტაპობრივად მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა",- თქვა მინისტრმა. ოთარ შამუგიას განცხადებით, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება მიმდინარე და იქმნება ახალი პროგრამები დარგთან, ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციით.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)