|
2024-05-28 15:09:22, 545 ნახვა
მსოფლიო
Reuters - შვეიცარიის პარლამენტმა რუსი და სხვა უცხოელი ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების გამკაცრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ რუსი და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების გამკაცრების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რადგან „შვეიცარია დიდი სამიტის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას უკრაინაში მშვიდობას". ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, კანონპროექტს, სახელწოდებით „რუსი ჯაშუშების და სხვა უცხო ქვეყნის ჯაშუშების სისტემატიურად გაძევება“, შვეიცარიის ზედა პალატის კანონმდებლებიდან 32-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო. „უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია რეაგირებს თავისი უსაფრთხოების დარღვევებზე და იცავს საკუთარ თავს“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. როგორც მედია აღნიშნავს, ამჰერდის თქმით, მთავრობას სურდა, თანმიმდევრულად განედევნა დაზვერვის აგენტები, რომელთა საქმიანობაც საფრთხეს უქმნის შვეიცარიის უსაფრთხოებას ან მის, როგორც მასპინძელი სახელმწიფოს როლს. შეგახსენებთ, 15-16 ივნისს, შვეიცარია ქალაქ ლუცერნის მახლობლად სამიტს უმასპინძლებს, რაც მიზნად ისახავს, გზა გაუხსნას მომავალ სამშვიდობო პროცესებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)