13:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 11:03:18, 426 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა

საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ "84 დეპუტატს მოღალატის დამღა სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს". 

"პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე.

არაუშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, იმ 84-ს კი, სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს მოღალატის დამღა.
ყველაფერი კარგად იქნება",- წერს გვარამია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics