|
2024-05-27 17:26:15, 895 ნახვა
რეგიონი
ქედის კულტურის ცენტრში საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა
ქედის კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ „მომავლის პალიტრისა" და ქედის სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო სპექტაკლის სადებიუტო ჩვენება ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით: „მე ვხედავ მზეს," „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ბოშები," „ხაზარულა“ გაიმართა, რომლის მიზანს ქართული ნაწარმოებების გაცნობა და მომავალ თაობაში ქართული ლიტერატურის სიყვარულის დანერგვა წარმოადგენდა. „პროექტი ,,ასე დაუსრულებლად" მხარდაჭერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის მიერ. თეატრალურ ჩვენებას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)