17:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 09:35:30, 377 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმენი - განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ურთიერთობების გადახედვაზე, ჩვენი მხრიდან ქართველი ხალხის ერთგულებაზე მიანიშნებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  განცხადებას ეხმაურება. 

როგორც კონგრესმენი ამბობს, აღნიშნული განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, "ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებაზე მიანიშნებს". 

"დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ევროპულ მომავალს ეძებს", - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. 

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics