21:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 15:02:51, 408 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ალარ კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics