21:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 12:54:45, 404 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ვეტოზე - იურიდიული კომიტეტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს - რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს

იცით, რომ ვეტო შემოსულია, დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტი განიხილავს შემდეგ სასესიო კვირაში - რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოველგვარი მსჯელობის იმედი „ჩაკეტა“.

„როგორც კი გამოჩნდა იმედი, რომ შეიძლებოდა შინაარსობრივი, ადამიანური ქართული  დისკუსია ყოფილიყო და არა რუსულ სტილში ჩაკეტვა დისკუსიისა და ტრანსფარანტებით საუბარი, ეს მსჯელობა სალომე ზურაბიშვილმა იმ მომენტშივე ჩაკეტა.

ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ და ის კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია, დასცინის ქართველ ხალხს - ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთო, ეს ხომ დაცინვაა ქართველი ხალხის. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ამ კანონის ქართულობას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics