20:22 - 18 Aug, 2026
|
2024-05-19 13:30:37, 469 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
გაეროს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული. როგორც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები არ არის". „800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს. ყოველ ჯერზე მათ უნდა დაიწყონ ნულიდან, თავიდან“,- წერს ფილიპე ლაზარინი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)