|
2016-02-12 18:24:54, 705 ნახვა
ეკონომიკა
ICAO-ს ოფიციალური დასკვნით, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუდიტს 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა, ICAO-ს დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი. აუდიტის დროს შემოწმდა, თუ როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია მოქმედი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით შეამოწმეს. ისინი ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ახორციელებდნენ ავიასაწარმოები და აღნიშნული უწყებები სამოქალაქო ავიაციის დაცვას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტი ახალი სისტემის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა. აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, მის მიერ მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების მაღალი სტადარტებით უზრუნველყოფის კუთხით.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)