23:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 17:09:27, 334 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ

ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“  დეპუტატის,  მიხეილ ყაველაშვილის შვილის ბიზნესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა. 

კახა კალაძის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის ხელწერა უცვლელია, თუმცა მსგავსი ძალადობა  ქვეყნისთვის  საშიშია და უნდა შეჩერდეს".

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენ ნახეთ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის შეურაცხყოფა მისი ოჯახის წევრების მიმართ, მიდის ბულინგი სოციალურ  ქსელში, SMS-ების  გაგზავნა, სატელეფონო ზარები. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იცვლიან დღესაც.  როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. როდესაც ხდება ძალადობა, მას მოქალაქეები პასუხობენ ძალადობით, რაც არის ძალიან ცუდი. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, თორემ არ მიგვიყვანს  კარგ შედეგებამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics