|
2024-05-13 15:59:03, 488 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - თუ ილუზია გქონდათ, რომ გუშინ მოვიგებდით ომს, ცდებოდით - ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება
თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით - ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, პროცესი „დეცენტრალიზებულია“, რაც მისი აზრით, ბევრი თვალსაზრისით, ცალსახად სწორია. „გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრანტები არიან სრულიად მშვიდობიანი, ხოლო მეორე მხარეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც არ ინდობს არავის, ქალს, ბავშვს, ასაკოვანს. თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება. ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება: არ მოგწონთ ღამის თევა, დაუძახეთ ხალხს დილით, შუადღეს, 13 საათსა და 27 წუთზე; არ მოგწონთ რუსთაველზე, გააკეთეთ საგარეჯოში; არ მოგწონთ ხმაურიანი, გააკეთეთ მდუმარე; არ გყოფნით ძალები, იპოვეთ მოკავშირეები და დაარწმუნეთ თქვენს სიმართლეში. თუ აქედან ვერც ერთს ვერ ახერხებთ, ე.ი. ტ*აკი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ*ნავთ ჭკუის დარიგებებით. არ ჰყავს ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი, ვისაც რა და როგორ წარმოუდგენია, ისე აკეთებს. რუსთაველზე იყო აქცია, ვიღაცამ გმირთა მოედანი გააკეთა და საბოლოო ჯამში, მიუხედავად დაკავებებისა, იქ გამოვიდა აქცია. გმირთა მოედანზე იყო აქცია, ვიღაცებმა გადაწყვიტეს და ორივე სანაპირო დაკეტეს. მინიმუმ სამჯერ იყო რუსთაველზე აქცია, მაგრამ „გირჩი/დროამ" პარლამენტის უკან დავუძახეთ ჩვენ მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ეგრე მიგვაჩნდა სწორად. მინიმუმ ორჯერ (რაც მახსოვს) აქცია პარლამენტის წინ იყო და "ევროპულმა საქართველომ" თავისი ამბავი მოაწყო პირველი სკოლის წინ. ამ სტატუსს ვწერ და რუსთაველი სავსეა სტუდენტებით. და კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ. დეცენტრალიზებული პროცესია, რაც ცალსახად სწორია ბევრი თვალსაზრისით და თუ ვერსად ვერაფერს ახერხებთ, ტვინს ნუ ტ*ნავთ, პედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერთდით. ეს ქვეყანა არ გარუსდება! 2030-ში ევროკავშირში!“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)